ყაზბეგში რიგით მეთექვსმეტე იუსტიციის სახლი გაიხსნა

© https://www.facebook.com/publicservicehall/?fref=photoიუსტიციის სახლი ყაზბეგში
იუსტიციის სახლი ყაზბეგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სახლი - სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო რეესტრს, ეროვნულ არქივსა და სხვა სტრუქტურებს. იქვე მუშაობს კომერციული ბანკების ფილიალები. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, უმოკლეს ვადებში ფორმდება და გაიცემა დოკუმენტები.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ყაზბეგში რიგით მეთექვსმეტე იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. 

იუსტიციის სახლი — სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო რეესტრს, ეროვნულ არქივსა და სხვა სტრუქტურებს. იქვე მუშაობს კომერციული ბანკების ფილიალები. „ერთი ფანჯრის“  პრინციპით, უმოკლეს ვადებში ფორმდება და გაიცემა დოკუმენტები — პასპორტისა და სხვა მოწმობებით დაყებული და დაწესებულებებისა და სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულებული. 

ქალაქი ბორჯომი - Sputnik საქართველო
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო

„ყველაფერი ერთ სივრცეში უკვე ყაზბეგშიც ხელმისაწვდომია. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ოთხასამდე სერვისი იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხითა და ოპერატიულობით მიიღოს“, — თქვა გახსნის ცერემონიაზე თეა წულუკიანმა. 

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში, 2011 წელს გაიხსნა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0