თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტური სეზონის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. რვა გამართულ მატჩში გუნდებმა 35 ბურთი გაიტანეს.
ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 6:2 დაამარცხა მეტოქე. მიმდინარე სეზონში ქართლელები მშვენივრად ასპარეზობენ. საკუთარ ანგარიშზე დუბლი ვილი ისიანმა ჩაიწერა. გამოირჩეოდნენ აგრეთვე მანჯგალაძე, ტატანაშვილი, უგულავა და ვასაძე. ამ დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით, „სიონი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილამ“, რომელმაც „შუქურასთან“ დამარცხება იგემა, თავისი „ღვარძლი“ „საპოვნელასთან“ გასვლით მატჩზე „ამოანთხია“. თერჯოლის კლუბმა, სტუმართა მიერ გატანილი ხუთი ბურთის საპირწონედ, მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. ოთარ მარცვალაძემ კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება და თამაშის 32 წთ-ზე გატანილი გოლი, მარცვალაძისთვის მიმდინარე სეზონში მეათე აღმოჩნდა.
„მერანის“ გუნდი „საბურთალოსთან“ ორთაბრძოლაში თამაშის 21-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ მეტოქემ ოთხჯერ მოახერხა კარის აღება და საბოლოოდ, მატჩი 4:2 დასრულდა.
XI ტურის შედეგები:
„ლოკომოტივი“ – „ზუგდიდი“ 3:0;
"შუქურა" — "დინამო" ბათუმი 0:1;
"საბურტალო" — "მერანი" 4:2;
"საპოვნელა" — „დილა" 1:5;
"სამტრედია" — "ჩიხურა" 0:1;
"სიონი" — "ტორბედო" 6:2;
"დინამო" თბილისი— "კოლხეთი" 5:2.