თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთში საქართველოს თასის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი წყვილები:
„სამტრედია“ — „სიონი“;
„ტორპედო“ — „დინამო“ თბილისი;
„ზუგდიდი“ — „ვით–ჯორჯია“;
„ჩიხურა“ — შუქურა“.
პირველი შეხვედრები 2 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 16 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოს თასის მოქმედი მფლობელია „დინამო“ თბილისი.