ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშთან მიღწეული სამპუნქტიანი შეთანხმება გაასაჯაროვა

© photo: courtesy of Rustavi2"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და საქმიანობას დამოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით გააგრძელებს, აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. "რუსთავი 2“ მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი ტელევიზიაა და აკეთებს იმას, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტს უნდა, — განაცხადა ტელეკომპანია 

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ჯარჯი აქიმიძემ პარასკევს, 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს არის ფაქტი და ჩვენ ამას ვერ გავექცევით. ჩვენ გვინდა, რომ „რუსთავი 2“ არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის, არც არცერთი პოლიტიკური პარტიის ან არცერთი მომავალი ხელისუფლების“, – აღნიშნა აქიმიძემ მედიასთან შეხვედრისას. 

აშშ-ს საელჩო - Sputnik საქართველო
აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მან ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშთან მიღწეული ის შეთანხმებაც გააცნო, რომლის დაცვის გარეშეც, მათი თანამშრომლობა არ შედგება. შეთანხმება სამი პუნქტისგან შედგება, რომლის  თანახმად, ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და საქმიანობას დამოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით გააგრძელებს. გარდა ამისა,  ტელევიზია არასდროს გახდება მხარე და მას ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. ტელეკომპანია ასევე არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან პარტიული შემოწირულობებით (გარდა წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამისა). ტელევიზია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ ტელევიზიის და დამოუკდებლობის გარანტი.

ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა,  რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და  Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ —ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე უკვე აღასრულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0