მარგველაშვილი: საქართველო მზადაა აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განსავითარებლად

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული ტერიტორიული პრობლემებისა, ქვეყანა მაინც ასრულებს სატრანზიტო ფუნქციას.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა აზერბაიჯანთან სატრანზიტო თანამშრომლობა განავითაროს, — განაცხადა  ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას. 

ილჰამ ალიევი თბილისში 5 ნოემბერს ჩამოვიდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტრანზიტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის დეკლარაციას. 

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ასი წლის შემდეგაც ყველასთვის იქნება საკმარისი

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული ტერიტორიული პრობლემებისა, ქვეყანა მაინც ასრულებს სატრანზიტო ფუნქციას.  

„საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის კარიბჭე და მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, — განაცხადა მარგველაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების დიდ მნიშვნელობას. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტებს დიდი პერსპექტივა გააჩნია. მაგრამ არამარტო კასპიის ზღვის რეგიონისათვის, არამედ უფრო გლობალურადაც, ჩინეთის ჩართვით და დიდი დერეფნის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენ აქაც ვხედავთ ერთმანეთს პარტნიორებად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0