ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ასი წლის შემდეგაც ყველასთვის იქნება საკმარისი

© Government of Georgiaილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი განცხადებით, დღეს "სამხრეთის ნაკადის" პროექტს საქართველოსთვის, აზრებაიჯანისთვის და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანს მომავალი ასი წლის განმავლობაში შეუძლია უზრუნველყოს ბუნებრივი აირით არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მეზობელი ქვეყნები, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას განიხილავს და ამისათვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის კომპანიებთან მართავს შეხვედრებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ოპოზიციამ ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა.

„აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია, ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანს, ასი წლის შემდეგაც შეუძლია არამარტო თავისი თავი, არამედ ბაზარი და მეზობლები დააკმაყოფილოს და კიდევ ევროპაშიც გაიტანოს“, — განაცხადა ალიევმა.

შეხვედრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობს გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ ძმები და დღევანდელი ჩვენი წარმატებული შეხვედრა და ვიზიტი, ჩვენი სამომავლო დინამიური განვითარებისთვის წარმატებული ნაბიჯია. თავის დროზე, ბაქო-სუფსა-თბილისი-ჯეიჰანი და ერზრუმის გაზსადენები რომ არ აშენებულიყო, დღეს ჩვენ ვერ ვილაპარაკებდით „სამხრეთის ნაკადზე“, არ გვექნებოდა ამაზე საუბრის ფუფუნება“, — აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, დღეს „სამხრეთის ნაკადის“ პროექტს საქართველოსთვის, აზრებაიჯანისთვის და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროექტი წარმატებულად ხორციელდება და მე ვიმედოვნებ, რომ 2018 წელს თურქეთში და 2020 წლისათვის უკვე ევროპის ბაზარზე გავა აზერბაიჯანული გაზი“, — ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის დელეგაცია საქართველოში, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობდა, 5 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში ალიევი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.


ყველა ახალი ამბავი
0