პოლიტოლოგი: სააკაშვილმა თავის დასაკლავი დანა გამოთხარა

გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინაში „რეფორმების მედროშედ“ გახდომის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა რომ სააკაშვილმა კიევში მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინაში „რეფორმების მედროშედ“ გახდომის სურვილი სამშაბათს გამოთქვა, თუმცა, მოგვიანებით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „რაღაც სპეკულაციების თავიდან აცილების“ მიზნით, ეს სურვილი უარყო. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი.

მოსალოდნელია თუ არა არსენი იაცენიუკის გადადგომა და ოდესის ოლქის გუბერნატორს „ემუქრება“ თუ არა პრემიერის პოსტი, „სპუტნიკის“ კორესპონდენტს ამ საკითხების შესახებ რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) პოლიტიკური თეორიის კათედრის დოცენტი კირილ კოკტიში ესაუბრა.

პოლიტოლოგის აზრით, იაცენიუკის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ამასთან, უკრაინის მთავრობა ეყრდნობა იმ ვითარებას, რომ რაღაც ფორმით აუცილებელია პარლამენტის გზით საკონსტიტუციო რეფორმის გატარება, რომლის წინააღმდეგაც, როგორც მოსალოდნელია, პარლამენტის „უმრავლესობა“ წავა.

საკონსტიტუციო რეფორმა, შესაძლოა გახდეს არსებული მთავრობის დათხოვნის საფუძველი ან პირიქით — გახდეს უკრაინაში დესტაბილიზაციის საბაბი. ამიტომ, მთავრობის სიმტკიცე, კოკტიშის აზრით, საკმაოდ დაბალია.

სააკაშვილი ხმის მისაცემად ველოსიპედით მივიდა - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ხმის მისაცემად ველოსიპედით მივიდა

„რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, ოდესაში ბოლოს გამართული არჩევნების პერიოდში იგი კოლომოისკისთან პირდაპირ ბრძოლაში შევიდა. და ამით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასე ვთქვათ, თავის დასაკლავი დანა გამოითხა. ამიტომ ამ სიტუაციაში მისთვის ერთადერთ გამოსავალს ე.წ. ფსონების გაორმაგება წარმოადგენს“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

თუ სააკაშვილი ამ თამაშს წააგებს, მისთვის უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი აღარ იქნება, განმარტავს პოლიტოლოგი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ექსპრეზიდენტს მოუწევს მუდმივ რეჟიმში ზეწოლის განხორციელება და საკუთარი ამბიციების წარმოჩენა. და ეს ყოველივე მისგან დამოუკიდებლად მოხდება- ამას არსებული ვითარება სიტუაციურად მოიტანს.

თუ რამდენად წარმატებულად მოახერხებს თავისი ამბიციების რეალიზებას — ეს კითხვის მეორე ნაწილია. როგორც კოკტიში აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილმა კიევში მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს, თუმცა, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0