სააკაშვილი ხმის მისაცემად ველოსიპედით მივიდა

© Первый городскойსააკაშვილი ხმის მისაცემად ველოსიპედით მივიდა
სააკაშვილი ხმის მისაცემად ველოსიპედით მივიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის გუბერნატორის თქმით, ეს მისთვის საპასუხისმგებლო მომენტია, რადგან, უკრაინაში პირველად აძლევს ხმას. მან მოუწოდა ოდესელებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქის უფლებით ისარგებლა და ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში ხმა მისცა. საარჩევნო უბანზე, რომელიც გაგარინის N3 —ში მდებარეობს, იგი ველოსიპედით მივიდა, იტყობინება РИА Новости Украина.

ოდესის გუბერნატორის თქმით,  ეს მისთვის საპასუხისმგებლო მომენტია, რადგან, უკრაინაში პირველად აძლევს ხმას. მან მოუწოდა ოდესელებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და  აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

„დღეს ჩვენი ქალაქის ბედი წყდება, უდიდესი ქალაქის. თუ აქტიურები ვიქნებით, ქალაქი აყვავდება. ვიქნებით როგორც ყოველთვის — ვიჯდებით ჭაობში“, — განაცხადა გუბერნატორმა. 

„მე ვიმუშავებ ყველა ახლად არჩეულ ადამიანთან. რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც. ვიღაცასთან უკეთ ვიმუშავებ, ვიღაცასთან უარესად. იქნებიან ისეთებიც, ვისთანაც შეუძლებელი იქნება მუშაობა. მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობასთან ჩვენ ვიმუშავებთ. რადგან თემები, რომელსაც ჩვენ ვეხებით, არ არის პარტიული. ის საერთოა ყველა მოქალაქისათვის და იმედი მაქვს რომ პარტიული თამაშები არ იქნება და მით უმეტეს კორუფციული არხები“, — თქვა გუბერნარტორმა. 


ყველა ახალი ამბავი
0