ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerსამება
სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საერთოდ არ არსებობს ანტისემიტიზმი, — განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინმა  (Yuli-Yoel Edelstein) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას. 

ისრაელის დელეგაცია, ედელშტეინის ხელმძღვანელობით, საქართველოში 4 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრინდა. ქნესეთის თავმჯდომარე უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. 

საქართველოს და ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეები - Sputnik საქართველო
საქართველომ და ისრაელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

„თქვენ ერის ის სულიერი ლიდერი ბრძანდებით, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიჰყავს მშვიდობისაკენ და ძალადობის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს ანტისემიტიზმი“, — განაცხადა იული ედელშტეინმა საქართველოს საპატრიარქოში. 

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  

„ჩვენი ურთიერთობის ისტორია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ისტორიული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება ორივე მხარის ინტერესებშია“, — განაცხადა პატრიარქმა.  


ყველა ახალი ამბავი
0