საქართველომ და ისრაელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

© facebook.com/DavidUsupashviliOfficialსაქართველოს და ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეები
საქართველოს და ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის დელეგაცია, რომელსაც ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს, საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა. ქნესეთის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქ ილია მეორეს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მემორანდუმს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთშეთანხმების თაობაზე დღეს, 5 ნოემბერს მოაწერეს ხელი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, — იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.  

ისრაელის დელეგაცია, რომელსაც ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს, საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა. ქნესეთის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქ ილია მეორეს.   

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა ქართველ ებრაელებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა

„ამ მემორანდუმში არის ძალიან კონკრეტული საკითხები იმისათვის, რომ ჩვენმა პარლამენტებმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენიაზე.

ქნესეთის თავმჯდომარემ თავის მხრივ განაცხადა, რომ აღნიშნული მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საფუძველია. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე–პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და  შეხვედრები. დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოში ებრაელთა ისტორიის მუზეუმს. 

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 8 ნოემბერს დასრულდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0