თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა, — ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარგველაშვილმა ისაუბრა იმ სარგებელზე, რაც საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ახლავს. ქვეყანაში კორუფციის ძალზე დაბალი დონე და ლიბერალური საგადასახადო სისტემა მოქმედებს.
„როდესაც საქართველოზე ფიქრობენ, პატარა, ოთხმილიონიან ქვეყანაზე ფიქრობენ, მაგრამ სინამდვილეში იმ ხალხს, ვინც საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე ფიქრობს, ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზეც აქვს გასასვლელი, თურქეთის ბაზარზეც — რომელთანაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა — და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზეც“, — განაცხადა მარგველაშვილმა ისრაელში ქართული დოასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ქართველი ებრაელები საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი რესურსია, — აღნიშნა მარგველაშვილმა.