საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და რეუვენ რივლინი
გიორგი მარგველაშვილი და რეუვენ რივლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთოების გაღრმავებას შეეხო. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური ორშაბათს, 19 ოქტომბერს.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისალმების ოფიციალური ცერემონია ისრაელის პრეზიდენტის რეუვენ რივლინის სასახლეში გაიმართა. ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.

 „სახელმწიფოს მეთაურის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი გამოხატულება“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ისრაელი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა

საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთოების გაღრმავებას შეეხო. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში სახელმწიფო ვიზიტით 18 ოქტომბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 20 ოქტომბერს დასრულდება, მარგველაშვილი შეხვდება ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინსა და საპარლამნტო ოპოზიციის წარმომაგენლებს. 

მარგველაშვილი ასევე ეწვევა ჰოლოკოსტის მუზეუმს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს დაათვალიერებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0