თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერის სპეციალუმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო უწყებათა წარმომადგენლებმა თბილიში ხუთშაბათს, 5 ნოემბერს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე… ასევე ზოგადად იმ პრობლემებზე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად გვაქვს ჩრდილოელ მეზობელთან, როგორ ვხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს, საშუალებებს, პერსპექტივებს“, — განაცხადა აბაშიძემ.
დიპლომატის თქმით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ: ვიშეგრადის ოთხეული — ეს ოთხი ევროპული სახელმწიფოს — პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის გაერთიანებაა, რომელიც 1991 წლის თებერვალში დაარსდა უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადში. სწორედ იქ მოეწერა ხელი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მისწრაფებათა ერთობლივ დეკლარაციას. ვიშეგრადის ოთხეულის ყველა წევრი 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირის წევრი გახდა.