თავდაცვის სამინისტრო: ნატომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

© facebook.com/mod.gov.geნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში
ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, რუსეთს ამ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ვეტოს გამოყენების უფლება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპ–ი) უნდა მისცეს, — ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის წერილში, რომელიც ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal–ის საიტზეა გამოქვეყნებული.

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი მიიღო. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანას 2016 წლის ივლისში ვარშავის ნატოს სამიტზე მაპ–ს მიანიჭებენ. 

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ დაინტერესებულია საქართველოს ალიანსის წევრობით

„ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვარშავის ივლისის სამიტზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, ნატომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიანიჭოს ან განაცხადოს, რომ ეს სამოქმედო გეგმა არ არის სავალდებულო პირობა ალიანსის წევრობისთვის“, — დაწერა ხიდაშელმა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, რუსეთს ამ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ვეტოს გამოყენების უფლება. 

„ჩვენი მოქალაქეები ახლა ნატოსგან მკვეთრ სიგნალს ელოდებიან, რომ ჩვენი მომავალი — ეს ატლანტიკური ალიანსია. ვარშავის სამიტის შემდეგ ალიანსსა და საქართველოს შორის აღარ უნდა დარჩეს შუალედური ნაბიჯები“, — დაასკვნა მინისტრმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0