თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ მიზანდასახულია ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლის ხელშესაწყობად, ნათქვამია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით. აშშ მიზანდასახულია ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლის ხელშესაწყობად და მხარდაჭერას უცხადებს ამ გზაზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოფიციალურმა ვაშინგტონმა და თბილისმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ განხორციელებულ „ინტენსიურ რეფორმებს და მიღწეულ პროგრესს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას გახდეს ალიანსის წევრი“. ასევე მხარეებზე აღნიშნეს „ ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება“ და „ „განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა და საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუთარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. "აშშ მიესალმება ქართული მხარის ძალისხმევას, იმუშაოს ევროკავშირთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად", — ნათქვამია შემაჯამებელ განცხადებაში.