მინისტრ კვირიკაშვილსა და სენატორ მაკკეინს შორის მოლაპარაკება გაიმართა

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი და ჯონ მაკეინი
გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ მაკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ჯონ მაკკეინს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის, რასაც ის მრავალი წელია ავლენს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აშშ–ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, „რესპუბლიკელ“ სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა და ვიზიტის ფარგლებში მასთან ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური სამშაბათს, 3 ნოემბერს. 

„შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში ავლენს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

ამერიკის შერთებულ შტატებში მინისტრი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენელ  მაილკ ფრომანს, ამერიკაში დასაქმებულ ქართველებს და ასევე ეწვია ქართულ მონასტერს მერილენდის შტატში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0