გერმანია დაინტერესებულია ლტოლვილთა საკითხის გონივრულ გადაწყვეტაში

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირისა და გერმანიის დროშები ბერლინში
ევროკავშირისა და გერმანიის დროშები ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს დაგეგმილია ანგელა მერკელის შეხვედრა რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელებთან, ასევე მმართველი კოალიციის პარტნიორებთან - ქრისტიან-სოციალური კავშირისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პატრიების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ყველა დაინტერესებულია იმაში, რომ გერმანელებმა ლტოლვილთა მიღების საკითხი გონივრულად გადაწყვიტონ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს ბერლინში გამართულ ბრიფინგზე. 

 ხუთშაბათს დაგეგმილია ანგელა მერკელის შეხვედრა რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელებთან, ასევე მმართველი კოალიციის პარტნიორებთან — ქრისტიან-სოციალური კავშირისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პატრიების წარმომადგენლებთან. 

 „თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საბოლოო მოლაპარაკების მიღწევას, მოლაპარაკებებს გავნაგრძობთ. ყველა დაინტერესებულია იმაში, რომ გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ“, — თქვა მერკელმა. 

მერკელი: მსოფლიო ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ ნაკადს შეეჯახა - Sputnik საქართველო
მერკელი: მსოფლიო ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ ნაკადს შეეჯახა

 გასულ უქმეებზე, მმართველი კოალიციის ლიდერთა წინა შეხვედრაზე, მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება მიგრაციული ზონების შექმნაზე — გერმანიის საზღვართან სპეციალურ ადგილებზე, სადაც ჩამოსულ დევნილებს საშუალება ექნებათ 48 საათით დაყოვნდნენ, რომლის შემდეგაც, ის პირები, რომელთაც არ ექნებათ შანსი მიიღონ ცხოვრების უფლება,  დაუყოვნებლივ იქნებიან გაძევებული ქვეყნიდან. ეს ინიციატივა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უარყვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0