გენ-მდივანი: ნატო ვერ ხედავს დაუყოვნებელ საფრთხეს რომელიმე მოკავშირის მიმართ

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსისათვის აუცილებელია მზად იყოს ყველა მოკავშირის დასაცავად, თუ რაიმე საფრთხე შეიქმნება და მყარი თავდაცვის უზრუნველყოფა შეკავების მიზნით, თვლის ნატოს გენერალური მდივანი.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ნატო კვლავ ვერ ხედავს დაუყოვნებელ საფრთხეს ალიანსის რომელიმე მოკავშირის მიმართ და მზად არის დაიცვას ნებისმიერი მათგანი, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

 „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ დაუყოვნებელ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირის მიმართ. მაგრამ ვემზადებით ყველა მოკავშირის დაცვისათვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, — თქვა სტოლტენბერგმა ესპანეთში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლის ტრანსლაცია ალიანსის ვებ-გვერდზე ხდებოდა.

 მან აღნიშნა, რომ ნატოსთვის აუცილებელია მყარი თავდაცვის შექმნა შეკავების მიზნით. 

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: ნატოსთვის საქართველო ძალზე ფასეული პარტნიორია

 თუ გვექნება მტკიცე თავდაცვა, ჩვენ შევძლებთ აუცილებელი შეკავების უზრუნველყოფას, რომელიც ნათელ სიგნალს მისცემს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, იმაზე რომ ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს პრინციპით ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“, —განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 


ყველა ახალი ამბავი
0