თურქეთში მმართველობის სისტემის შეცვლის მოთხოვნით შეიძლება რეფერენდუმი გაიმართოს

© facebook.com/mfageorgiaთურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის წინადადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიფ ერდოღანი გამოდის.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაგიმ კალინმა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს.

თურქეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის წინადადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი გამოდის. ოპოზიციური ძალები კი საპრეზიდენტო სისტემის წინააღმდეგ გამოდიან და ერდოღანს ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს.

„აღნიშნული საკითხი ხალხის გარეშე არ გადაწყდება. თუ რეფერენდუმის გამართვა იქნება საჭირო, ჩვენ ჩავატარებთ მას. ქვეყნის მმართველობის საპრეზიდენტო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდება“, — განაცხადა კალინმა პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა პირადად ერდოღანის პოლიტიკურ მომავალთან კავშირში არ არის.

„ის უკვე შევიდა ისტორიაში. ძირითადი მოტივაცია — მმართველობის სისტემის უფრო ეფექტურად ქცევაა“, — დაამატა პრეს-სპიკერმა.

 

სტამბული - Sputnik საქართველო
თურქეთს კვლავ „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ მართავს
 

თურქეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა „სამართლიანობისა და  განვითარების პარტიამ“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ უდგას სათავეში,  დამაჯერებლად გაიმარჯვა და პარლამენტში არსებული 550 ადგილიდან 317 ადგილის მოპოვება შეძლო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0