თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თურქეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ბიულეტენების 90%–ის დათვლის შედეგების მიხედვით, „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს და აქედან გამომდინარე, მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას შეძლებს.
არჩევნებში სავალდებულო ათპროცენტიანი ბარიერი გადალახეს: სახალხო–რესპუბლიკურმა პარტიამ — 24,8%–ით, „ეროვნული მოძრაობის პარტიამ“ — 12,0%–ით, ხოლო პროქურთულმა პარტიამ 9,9% მოაგროვა და ახლა პარლამენტში შესვლა–არშესვლის ზღვარზეა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმის გამო დანიშნა, რომ 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.