თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ თანამდებობა დატოვა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბუქარესტში, ღამის კლუბ Colectiv-ში გაჩენილი ხანძარი გახდა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე ადამიანმა სხეულის ძლიერი დაზიანება და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. მომხდარი ფაქტის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. მომიტინგეები 31 ოქტომბერს ღამის კლუბში მომხდარ ტრაგედიაში ბრალს სწორედ მათ სდებდნენ.