თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ეგვიპტეში ავიალაინერ Airbus-321-ის კატასტროფის შემდეგ მგზავრები, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, სამგზავრო თვითმფრინავების მოცულობითა და სახეობით დაინტერესდნენ, განაცხადა ავიაბილეთების გაყიდვების სააგენტო Pososhok.ru-ს გენდირექტორმა კირიკ ფამინსკიმ.
ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.
„მომხდარმა ტრაგედიამ მგზავრებზე ძალზე იმოქმედა, გახშირდა ჩვენი კლიენტების სატელეფონო ზარები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიგონ თუ რა სახეობის სამგზავრო თვითმფრინავზე შეიძინეს ბილეთები და რამდენად ახალია თვითმფრინავი. ზოგადად, რეგულარული გადაზიდვების პარკი გაცილებით კარგია და განსხვავდება ჩარტერული ავიაკომპანიების პარკისგან, რომლებიც უმეტესად ტურისტულ სააგენტოების მომსახურებით არიან დაკავებულნი. ჩვენ, ჩვენს კლიენტებს საჭირო ინფორმაციას ვაწვდით და ამ ფორმით მათ დამშვიდებასაც ვახერხებთ“, — განაცხადა ფამინსკიმ.
მისი სიტყვებით, ეგვიპტეში მომხდარი კატასტროფის დროული გამოძიება მოსახლეობაში ემოციურ ფონს დაწევს, რაც ასე მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში ავიაციის სფეროსთვის.