ავიაკატასტროფაში თითოეული დაღუპულის ოჯახი ხელისუფლებისგან მილიონ რუბლს მიიღებს

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიავიაკატასტროფაში დაღუპულთა ახლობლები
ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ახლობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანკტ–პეტერბურგის გუბერნატორის პრესმდივნის, ანდრეი კიბიტოვის ინფორმაციით, თანხებს ქალაქის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფენ.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ სანკტ–პეტერბურგის მთავრობა ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს. თითოეული დაღუპულის ოჯახს მილიონი რუბლი გადაეცემა, — განაცხადა სანკტ–პეტერბურგის გუბერნატორის პრესმდივანმა ანდრეი კიბიტოვმა. 

„ქალაქის მთავრობა თითო მილიონ რუბლს გადაუხდის ავიაკატასტროფაში დაღუპული თითოეული მგზავრის ოჯახს“, — დაწერა კიბიტოვმა „ტვიტერში“, და  იქვე დაამატა, რომ ეს თანხები ქალაქის მთავრობის ფონდიდან გამოიყოფა. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში  კატასტროფა განიცადა.  ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0