ქართველი მომღერალი გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის სიყალბეზე საუბრობს

© https://www.facebook.com/nizharadzesofia/?fref=nfმომღერალი სოფო ნიჟარაძე
მომღერალი სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან საუბრის კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომლის აუთენტურობას მოცემულ შემთხვევაში გვარამია არ ადასტურებს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ რუსეთის სპეცსამსახურებს ბრალი დასდო მისი და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო აუდიოჩანაწერის ფაბრიკაციაში. 

ვებ-გვერდმა  “Українська революція" ორშაბათს 2 ნოემბერს კვლავ გამოაქვეყნა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აუდიო ჩანაწერი, ამჯერად მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. 

„ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი! 

Телефонный аппарат - Sputnik საქართველო
კვლავ გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობით

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!

ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!“- წერს ნიჟარაძე თავის გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook

ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან საუბრის  კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომლის აუთენტურობას მოცემულ შემთხვევაში გვარამია არ ადასტურებს. 

 გასულ კვირას იგივე გვერდმა  გამოქვეყნა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერი “რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და საქართველოს უშიშროებს საბჭოს ექს მდივანთან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც საუბარი იყო ტელეკომპანიის სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაზე და შემდგომ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით წარმართვაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0