რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი ილ–76 A321 ავიაკატასტროფის 144 მსხვერპლის ცხედრით სანკტ–პეტერბურგის აეროპორტში დაჯდა ორშაბათს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ელოდნენ სამხედროები რეისს პულკოვო–2.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავმა სანკტ–პეტერბურგში ავიაკომპანია "კოგალიმავიას" Airbus A321 სნის ნახევარკუნძულზე ავიაკატასტროფის 144 მსხვერპლის ცხედარი გადაასვენა.
ცხედრების ტრანსპორტირების ორგანიზება რუსეთის
რეგიონებში, ოჯახებში და სასაფლაოზე გადასვენება რუსეთის სააგანგებო სიტუაციების სამსახურმა აიღო საკუთარი კონტროლის ქვეშ.
"დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან მუდმივად არიან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, უწევენ მათ პროფესიულ დახმარებას, ეხმარებიან მომხდარის გადატანაში", – განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კრიზისული სიტუაციების ეროვნული მართვის ცენტრის მეთაურის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა.
დაღუპულთა ცხედრებს კრემატორიუმში გადაიყვანენ, სადაც მათ სამედიცინო ექსპერტები და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები ელიან. მოგვიანებით კრემატორიუმში მივლენ დაღუპულთა ოჯახის წევრები ამოსაცნობად.
რუსული და საბჭოური ავიაციის უდიდესი კატასტროფა მოხდა შაბათს: ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus A321, რომელიც შარმ–ელ–შეიხიდან სანკტ–პეტერბურგისკენ მიფრინავდა, სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. დაიღუპა ყველა მათგანი.