საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები A321 ნამსხვრევებიდან სინჯებს იღებდნენ

გამოწერა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გასულ შაბათს რუსული ავიაკომპანიის "კოგალიმავია" თვითმფრინავის Airbus A321 ჩამოვარდნის ადგილზე ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე სამუშაოებს განაგრძობენ. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

სამძებრო ჯგუფებმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის Airbus A321 ჩამოვარდნის ადგილზე ძარის 12 დიდი ნამსხვრევი აღმოაჩინეს, ჟურნალისტებს ორშაბათს შეატყობინა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა ალექსანდრ აგაფონოვმა.

"06.30–დან 84 ადამიანი მაღალი გამავლობის ავტომობილებით სამუშაოებს შეუდგნენ. ამ დროისათვის ძარის 12 ნაწილი და პირადი ნივთებია ნაპოვნი. ვამუშავებთ პირადი ნივთების ქაიროში გაგზავნის საკითხს", – განაცხადა მან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, წინასწარი შედეგები ასეთია: აღმოჩენილია ავიალაინერის ძარის შუა ნაწილის დიდი ფრაგმენტი. სავარაუდოდ, ორშაბათს მაშველთა ნაწილი მუშაობას ამ ფრაგმენტის მახლობლად განაგრძობს.

სამძებრო ოპერაციის რაიონი 20 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

რუსული და საბჭოური ავიაციის უდიდესი კატასტროფა მოხდა შაბათს: ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი, რომლის ბორტზეც 224 ადამიანი იმყოფებოდა, სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ქაიროში რუსეთის საელჩოს მონაცემებით, კატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0