აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პარლამენტის არჩევნები ჩატარდა

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის არჩევნებს აზერბაიჯანში 40 საერთაშორისო ორგანიზაციის 503 წარმომადგენელი და 66 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. აზერბაიჯანის პარლამენტში 125 ადგილზე 767 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. კვირას, 1 ნოემბერს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. როგორც Sputnik აზერბაიჯანი აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — რუფატ გიულმამედოვზე დაყრდნობით  იტყობინება, 17 საათისათვის, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა, 50,1 %-ს (2605948 ამომრჩეველი) შეადგენდა. 

 აზერბაიჯანის პარლამენტში 125 ადგილზე 767 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.

 პარლამენტის არჩევნებს აზერბაიჯანში 40 საერთაშორისო ორგანიზაციის 503 წარმომადგენელი და 66 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. 

 არჩევნებზე დაკვირვებისათვის ვებ-კამერები გააყენეს  119 საარჩევნო ოლქის 1000 საარჩევნო უბანზე. 

 არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩაატარეს დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა “ELS”,მონიტორინგის  ცენტრმა “RƏY”, ასევე აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა  უფლებების დაცვის ცენტრმა ფრანგულ სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად “Opinion Way”, ამერიკულმა ორგანიზაციამ “AJF&Associates İnc.”


ყველა ახალი ამბავი
0