საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა რუმინეთში მომხდარის გამო

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიТраурные свечи
Траурные свечи - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათ ღამეს რუმინეთის დედაქალაქში, ძლიერი ხანძარი მოხდა ღამის კლუბ Colectiv-ში, რომლის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ პონტას ბუქარესტში, ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს, აღნიშნულია საქართველოს პრემიერის გვერდზე სოციალურ ქსელში  Facebook.

შაბათ ღამეს რუმინეთის დედაქალაქში, ძლიერი ხანძარი მოხდა ღამის კლუბ Colectiv-ში, რომლის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

“საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, მინდა გულით მოგისამძიმროთ და გავიზიარო გარდაცვლილთა ოჯახების, რუმინეთის მთავრობის და ხალხის მწუხარება, ხოლო დაშავებულებს ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება. ამ გლოვის ჟამს, ჩვენს ვართ მეგობარი რუმინელი ხალხის გვერდით და ჩვენს თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუგზავნით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს,”-ნათქვამია სამძიმრის წერილში.


ყველა ახალი ამბავი
0