ავიაკომპანიები სინაის ნახევარკუნძულის თავზე ფრენისაგან თავს იკავებენ

გამოწერა
მანამდე ანალოგიურ ღონისძიებებს მიმართეს ავიაკომპანიებმა Air France, Lufthansa და Emirates Airlines. ავიაკომპანიებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეისებს არ გადადებენ, მაგრამ მარშრუტს აარიდებენ სინაის ნახევარკუნძულს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია  Flydubai-მ გადაწყვეტილება მიიღო თავი შეიკავოს სინაის ნახევარკუნძულის თავზე ფრენებისაგან მას შემდეგ, რაც იქ რუსული ავიალაინერი დაიღუპა, იტყობინება საინფორმაციო პორტალი Аrabian Business. 

„Flydubai —ს რეისები გადამისამართდება სინაის ირგვლივ“, — თქვა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა თვალყურს მიადევნებს რუსული ავიალაინერის დაღუპვის მიზეზების გამოძიებას. 

 მანამდე ანალოგიურ ღონისძიებებს მიმართეს ავიაკომპანიებმა Air France, Lufthansa და Emirates Airlines. ავიაკომპანიებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეისებს არ გადადებენ, მაგრამ მარშრუტს აარიდებენ სინაის ნახევარკუნძულს. 

 ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით  6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტეში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მონაცემებით, ავიაკატასტროფაში არავინ გადარჩენილა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0