თბილისი, 1 ნოემბერი —Sputnik.ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით საგარეჯოსა და მარტვილში 31 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის შუალურ არჩევნებში სახელოსუფებო კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი, "ქართული ოცნების" კანდიდატი თამარ ხიდაშელი და სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოდნენ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თამარ ხიდაშელს ხმა 7540-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 49.5 %-ს შეადგენს.მეორე ადგილზე – 45,83 %-ით (6981 ხმა) ირმა ინაშვილი გავიდა, ხოლო შემდეგი პოზიციები კი მიხეილ ანდღულაძემ – 1,81 %, გიორგი დავითაიამ – 2.35 % და ზურაბ ჯორბენაძემ – 0,49 %.დაიკავეს.
„ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტაროიბის კანდიდატის ინფორმაციით საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებითი ხასიათის საჩივრები არ შესულა
„მთავარი პრეტენზია, რაც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ირმა ინაშვილის მხრიდან ეხებოდა უჯარმის საარჩევნო ოლქს, რომელზეც დაითვალა მუხროვანის სამხედრო ბაზიდან წამოღებული ბიულეტენები. ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები სავარაუდოდ აპირებენ ამ უბანზე საჩივრის დაწერას, და ეს მათი უფლებაა, თუმცა მინდა განვაცხადო რომ სპეცუბნის შედეგების გათვალისწინების გარეშეც მე ვუგებ ირმა ინაშვილს“–განაცხადა თამარ ხიდეშელმა.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის ორი სუბიექტი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ეთერ მეძველია და "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო დანელია იყრიდა კენჭს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, მარტვილში, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ 72,54 %-ით გაიმარჯვა. მას 9620 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ეთერ მეძველიამ კი 3641 ხმა მიიღო, რაც ხმების 27,45 %–ია.
ამ საარჩევნო ოლქში სულ 39 საარჩევნო უბანია და მათგან შემოსული მონაცემები ცესკომ უკვე დათვალა. ამომრჩევლის აქტივობამ საგარეჯოში 34.43%, ხოლო მარტვილში კი 39.99%.შეადგინა.
პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.