საქართველოს ხელისუფლება ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუსეთს უსამძიმრებს

გამოწერა
ავიოკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით 6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

თბილისი, 31 ოქტომბერი —Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ– მინისტრმა ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვეს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში",- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 „მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს", — ნათქვამია საქართველოს პრემიერის სამძიმრის წერილში.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა განკარგულებას 1 ნოემბერს ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. 

Траурные свечи - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით 1 ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

  რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ავიოკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით  6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0