თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა განკარგულებას 1 ნოემბერს ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, იტყობინება შაბათს კრემლის პრესსამსახური.
„ 2015 წლის 31 ოქტომბერს, არაბეთის რესპუბლიკა ეგვიპტეში საავიაციო კატასტროფის შედეგად, მრავალი ადამიანი დაიღუპა. გამოვთქვამ რა მწუხარებას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ვადგენ: რუსეთის ფედერაციაში 2015 წლის 1 ნოემბერი გამოცხადდეს გლოვის დღედ“, — ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა მიიღოს აუცილებელი ზომები დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.
მანამდე რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს როსავიაციიდან აცნობეს, რომ ავიოკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით 6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.