ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის შემცირება მეწარმეების წაახალისებს

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკში1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადის 35%–ით შემცირება ადგილობრივი წარმოებას წაახალისებას ისახავს მიზნად– მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს.

„ეს შეღავათი პირველ რიგში დადებითად იმოქმედებს ადგილობრივ წარმოებაზე, რადგან ის საქართველოში დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს შეეხება. ვფიქრობ,  მეწარმეებს გაუჩნდებათ სტიმული ადგილობრივი ნედლეულით ესა თუ ის ალკოჰოლური პროდუქცია აწარმოონ“–აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოში ზოგიერთ სპირტიან სასმელზე აქციზი 35%-ით შემცირდება

 რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, „აფბას“ ანალიტიკოსის აზრით, რა თქმა უნდა ამ ცვლილების შედეგად მას თანხები დააკლდება.

 „შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა წავიდა დათმობაზე,  რათა ადგილობრივი წარმოება წაახალისოს.“–აღნიშნა ანალიტიკოსმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0