საქართველოს ორ რაიონში პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ

© https://www.facebook.com/parliamentgeo/საქართველოს პარლამენტი ქუთაისში
საქართველოს პარლამენტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ კოალიციას საგარეჯოში თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში - სოსო დანელია წარმოადგენენ, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ საგარეჯოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და მარტვილში ეთერ მეძველი წარმოადგენენ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მარტვილისა და საგარეჯოს რაიონებში 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ, იტყობინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. შუალედური არჩევნები, რომელშიც არ იღებენ მონაწილეობას წამყვანი ოპოზიციური პარტიები, ერთგვარი „ნდობის ტესტი“ გახდება მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“.  ამ არჩევნებში იგი  რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მომხრე „პატრიოტთა ალიანსსა“ და რამოდენიმე დამოუკიდებელ კანდიდატს უპირისპირდება. 

 მმართველ კოალიციას საგარეჯოში თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში — სოსო დანელია წარმოადგენენ, ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ საგარეჯოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და მარტვილში ეთერ მეძველი წარმოადგენენ. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

 დეპუტატის სავარძლისათვის საგარეჯოში ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები — ზურაბ ჯორბენაძე, მიხელი ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ. 

 პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნანული ჯანაშიას გარდაცვალებისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა აუცილებელი. ეს დეპუტატები სწორედ აღნიშნული რაიონების მაჟორიტარები იყვნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0