პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები აღმავლობისაკენ მიდის

© https://www.facebook.com/DavidUsupashviliOfficialПредседатель парламента Грузии Давид Усупашивили и президент Армении Серж Саргсян
Председатель парламента Грузии Давид Усупашивили и президент Армении Серж Саргсян - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები, მიუხედავად განსხვავებული სტრატეგიული ხედვებისა, აღმავლობისაკენ მიდის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

 სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მეუღლესთან ერთად, პარასკევს, 30 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში სამუშაო ვიზიტით. 

 „მე მოხარული ვარ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აღმავლობისკენ მიდის. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენი სტრატეგიული ხედვები განსხვავებულია, მაგრამ ვახერხებთ ამ განსხვავებული ხედვების პირობებში ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ურთიერთხელსაყრელად წარმართვას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის მდგომარეობა და ხელი არ უნდა შევუშალოთ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ზოგადად პოლიტიკური და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს

 ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. 


ყველა ახალი ამბავი
0