საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარქისიანი
გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საკითხები განიხილეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან, სერჟ სარქისიანთან  თბილისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა. 

„ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, ჩვენი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კეთილმეზობლურ კავშირებს. ჩვენ დავსახეთ ურთერთსასარგებლო შეთანხმებების სამომავლო მიმართულებები“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სეჟ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

სომხეთის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. 


ყველა ახალი ამბავი
0