ჟორჟოლიანი: აუდიჩანაწერებმა „რუსთავი 2–ის“ სასამართლოს პოლიტიზირებულობა დაადასტურა

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერებმა დაადასტურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა მიერ „რუსთავი 2–ის“ სასამართლო პროცესის პოლიტიზირებულობა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „რუსთავი 2"–თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის პოლიტიზაცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილია, — მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის  წევრ გია ჟორჟოლიანს. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერებმა დაადასტურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა მიერ „რუსთავი 2"–ის სასამართლო პროცესის პოლიტიზირებულობა. 

აქცია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არ გეგმავდა რევოლუციას

„გუშინდელმა ჩანაწერებმაც დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ საქმის პოლიტიზირება მიზნად ისახავს ქვეყანაში ქაოსის შექმნას. ყველა, ვინც ამ თამაშში ერთვება, თამაშობს მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს. ეს დამთავრდება მათთვის პოლიტიკურად ძალიან სავალალოდ“, — განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი, რასაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0