იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას იწყებს

© photo: Sputnik / Michael Palinchak / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერვისების განვითარების სააგენტომ 23 ოქტომბერს უკრაინულ ენაზე შედგენილი ოფიციალური ნოტა მიიღო, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მინიჭებული.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას იწყებს, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარასკევს, 30 ოქტომბერს. 

კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ ნორმის ძალაში შესასვლელად აუცილებელია იურიდიული და ტექნიკური პროცედურების ჩატარება.  

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ფარულ მოსმენებში ადანაშაულებს

„სერვისების განვითარების სააგენტომ 23 ოქტომბერს უკრაინულ ენაზე შედგენილი ოფიციალური ნოტა მიიღო, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მინიჭებული, და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამ დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დღეს, 30 ოქტომბერს იწყება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალქეობის ჩამორთმევის პროცედურა, რის თაობაზეც მას წერილობით ეცნობება. 

„ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო შეადგენს დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და ამ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, — ხაზი გაუსვა წულუკიანმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0