თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-5 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა — „Agro Batumi 2015“, იტყობინება აჭარის მთავრობა.
გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
„GEONET EXPO“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყოს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას.
გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მედია მხარდამჭერი — აჭარის ტელევიზია.