მანდარინის გადამუშავებაზე სუბსიდიის ოდენობა 2 მლნ ლარით განისაზღვრა

© photo: Sputnik / Igor Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს 0,20 ლარად შეისყიდიან, კილოგრამი მანდარინისთვის 0,10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს მანდარინის (არასტანდარტული) სამრეწველო გადამუშავებაზე სუბსიდიების გაცემა განხორციელდება, ხოლო მანდარინის რეალიზების მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს (833 ათას აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მთავრობის მხარდაჭერით, 2014 წელს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო.

„კომპანიები, რომლებიც  1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან  1 კგ მანდარინზე  0,10 ლარის ოდენობის სახელმწიფო  სუბსიდიას მიიღებენ“,  – განაცხადა დანელიამ (მიმდინარე კურსია 1 აშშ დოლარი – 2,4 ლარი).

კახეთი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ლარის გაუფასურება რთველზე აისახა

კომპანიები, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიის მიღების გარდა, შეძლებენ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მეტი იქნება – სავარაუდოდ 100 ათას ტონაზე მეტი.

რაც შეეხება ციტრუსების სარეალიზაციო ბაზრებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრადიციული ბაზრებიდან მოთხოვნა უკვე არის, ამავე დროს, გრძელდება მუშაობა ალტერნატიული ბაზრების მოძიების საკითხზე.

„ქართული ციტრუსზე მოთხოვნა უკვე არის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის  ბაზრებზე. ოპერატიული მონაცემებით, სავარაუდოდ, ექსპორტზე 35 000 ტონამდე ციტრუსი გავა“, – განაცხადა დანელიამ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ გასულ სეზონზე ექსპორტირებული იყო 30 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი და გადამუშავებულია 10 ათასი ტონა ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფი.

ყურძნის მოსავლის აღება და გადამუშავება - Sputnik საქართველო
მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

 „ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარაში 1 ნოემბრიდან საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება.

სეზონის მიმდინარეობისას იმუშავებს ციტრუსის შეფუთვის 30–მდე საწარმო, სადაც პროდუქციას პლასტმასისა და ხის ყუთებში მოათავსებენ და ექსპორტისთვის გაამზადებენ. 

ამ სეზონზე ასევე იგეგმება ციტრუსის პარაფინირების რამდენიმე საწარმოს გახსნა. ამ სახით ციტრუსის დამუშავება პროდუქტის მინიმუმ ერთი თვით შენახვის საშუალებას იძლევა. 

 „საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წელს წარმოებული იყო 76,2 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 2013 წელთან შედარებით (110,4 ათასი) 31%–ით ნაკლებია.


ყველა ახალი ამბავი
0