ექსპერტი: ლარის გაუფასურება რთველზე აისახა

გამოწერა
ხელისუფლებას ჰქონდა ეკონომიკის სტაბილიზაციის საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ბერკეტი არ გამოიყენეს, თვლის სიმონიშვილი.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ლარის გაუფასურებამ ასახვა ჰპოვა დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის რთველის შედეგებზე, რომლის წინასწარ განჭვრეტაც შესაძლებელი იყო, თვლის ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. 

 საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.7542 GEL/$1 —ს შეადგენდა. 2015 წლის 18 სექტემბრისათვის კი ლარის კურსმა 2,4414 GEL/$1 შეადგინა.

რთველი - Sputnik საქართველო
კახეთის რეგიონში დღეისათვის სულ 14,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
 

 „იმის გამო, რომ ლარი უკვე დიდი ხანია უფასურდება, მოსალოდნელი იყო, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში სიტუაცია გამწვავდებოდა. ეს რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობასაც შეეხო. ასევე ცხადი იყო, რომ ჩვენი ღვინის საექსპორტო ბაზრებს სერიოზული კრიზისი აქვს და ღვინის ექსპორტი შემცირდებოდა“, — განაცხადა Sputnik —თან საუბრისას სიმონიშვილმა. 

 ხელისუფლებას ჰქონდა ეკონომიკის სტაბილიზაციის საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ბერკეტი არ გამოიყენეს, თვლის სიმონიშვილი. 

 2015 წლის 8 თვის მანძილზე ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირება რუსეთსა და უკრაინაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული, რის შედეგადაც რუსეთში ღვინის ექსპორტი 58%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში — 63%-ით, განაცხადეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

 მიუხედავად ამისა, რუსეთი, რომელზეც 10 111 948  ბოთლი ღვინო მოდის, კვლავ ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება. 


ყველა ახალი ამბავი
0