საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების გაკრიტიკების წინააღმდეგია

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქართველი ხალხის მხრიდან სასჯელს იმსახურებენ, მარგველაშვილმა იგი ქვეყანაში ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტიების მიმართ გამოთქმული მკვეთრი კრიტიკიდან იწყება ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის რღვევა, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნატოს კვირეულის ფარგლებში. 

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკვეთრად გააკრიტიკა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელზეც წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრებია აღბეჭდილი. პროკურატურის განცხადებით, ეს დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი 

გიორგი მარგველაშვილი და უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და ომბუდსმენმა წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე იმსჯელეს

თანამდებობის პირების მიერაა ჩადენილი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს. 

„თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, თუნდაც პროდასავლური, განაცხადებს, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არსებობის უფლება, და თუ თვით ყველაზე პროგრესული და ნატოზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფი იტყვის, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაქრეს, უნდა მივიჩნიოთ, რომ იმ მომენტიდან იწყება ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი პროდასავლური ორიენტაციის რღვევა“, — თქვა პრეზიდენტმა. 

მანამდე, ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქართველი ხალხის მხრიდან სასჯელს იმსახურებენ, მარგველაშვილმა იგი ქვეყანაში ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა. 

სკანდალური ვიდეოების გავრცელებას თბილისსა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმები მოჰყვა. ასევე გაიმართა საპროტესტო აქციები ენმ–ის ლიკვიდირების მოთხოვნით. 

ყველა ახალი ამბავი
0