თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „რუსთავი 2"–თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში დარღვევის აღმოჩენას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვება, — განაცხადა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა.
„ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება. ჩვენ ამ პროცესის დამოუკიდებელი მეთვალყურე ვართ. ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. პროცესი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარისხი გამჭვირვალობისა არის. ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს პროცესს, მაქსიმალური იმედი მავს, რომ ყველაფერი კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.
„რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არაობიექტურობაში და ამტკიცებს, რომ ის ტელეარხის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომელსაც სპეცრაზმის დახმარებით აღასრულებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არხის გენერალური დირექტორი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.