ქიბარ ხალვაშს არ გადაუწყვეტია, სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაში როგორ იმოქმედებს

© Government of Georgiaქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო გარჩევა დასასრულს უახლოვდება. ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, თუ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოჩნდება, მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს თუ არა, განაცხადა ხალვაშის ერთ–ერთმა ადვოკატმა კახაბერ მჭედლიშვილმა ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს.

 „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არაობიექტურობაში დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ტელეარხის ინტერესების საწინააღმდეგო განაჩენი იქნება გამოტანილი, რომელსაც დაუყოვნებლივ აღასრულებენ. ამასთან დაკავშირებით, გვარამიამ ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაშმა მიხეილ სააკაშვილი შანტაჟში დაადანაშაულა

 „ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ შევიტანოთ განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მაგრამ ჩვენ ჯერ ერთიანი მოსაზრება ჩამოყალიბებული არა გვაქვს. ველოდებით განაჩენს. შეიძლება, პროცესს სხვაგვარი შედეგი ჰქონდეს“, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო გარჩევა დასასრულს უახლოვდება. ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, თუ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოჩნდება, მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.


ყველა ახალი ამბავი
0