პრემიერმა საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდა

გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით, 22 შემთხვევაში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 პირი, გამოძიება მიმდინარეობს 8 სისხლის სამართლის საქმეზე.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორ ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს. 

პატიმრების  წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ,  საქართველოს მთელ ტერიტორიას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. აქციების მონაწილენი თბილისსა და რეგიონებში თავს ესხმოდნენ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს. 

მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეომასალის ხილვა ნებისმიერი მოქალაქისთვის აღმაშფოთებელია, თუმცა ქვეყნის ინტერესებშია სტაბილურობის უზრუნველყოფა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პოლიციელების მონაწილეობით წამების ამსახველი ვიდეო 2011წელსაა გადაღებული

„მინდა, საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას, მაგრამ გთხოვთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 პირი, გამოძიება მიმდინარეობს 8 სისხლის სამართლის საქმეზე და არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.


ყველა ახალი ამბავი
0