ავიაკომპანიებმა წელს 2014 წელთან შედარებით 12,1% -ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიСамолет Airbus A319 авиакомпании Lufthansa
Самолет Airbus A319 авиакомпании Lufthansa - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცით, 92 ათას 619-მა თვითმფრინავმა ისარგებლა. რაც 8,38%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოში ავიაკომპანიების რეგულარული და არარეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 1 მილიონ 769,5 ათას მგზავრს შეადგენს, რაც 12,1%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, იტყობინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. 

თბილისის აეროპორტის მომსახურებით ისარგებლა 1მილიონ 432,6 ათასმა მგზავრმა, რაც 17,8%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მესტიაში განთავსებული აეროპორტის მომსახურებით 3 ათას 827-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 1647,5%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე (219 მგზავრი). 

მგზავრთა რაოდენობა, რომელთაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით ისარგებლეს, საანგარიშო პერიოდში 186 ათას 865 ადამიანს შეადგენს, რაც თითქმის 2%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს. 

Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ყირგიზეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის მოგვარებას გეგმავენ

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით, 2015 წლის 9 თვეში 146 ათას 162-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც 18,2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცით, 92 ათას 619-მა თვითმფრინავმა ისარგებლა, რაც 8,38%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს. 


ყველა ახალი ამბავი
0