ყირგიზეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის მოგვარებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways
Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიშკეკმა და საქართველომ ასევე განაცხადეს, რომ სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში მთავრობათაშორისი პირველი სხდომისთვის მზადება დაიწყო.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ყირგიზეთისა და საქართველოს მთავრობები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ ყირგიზეთის ვიცე–პრემიერ ვალერი დილიასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, იუწყება პარასკევს ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახური.

„ყირგიზეთი რეგიონის ყველა ქვეყანასთან სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოებით არის დაინტერესებული. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლას. ამის გათვალისწინებით, ყირგიზული მხარე განსახილველად წარმოადგენს რეგულარული ავიამიმოსვლის გახსნის შესაძლებლობა მარშრუტით – „ბიშკეკი-თბილისი-მაინის ფრანკფურტი“, – განაცხადა დილიამ.  

ბიშკეკმა და საქართველომ ასევე განაცხადეს, რომ სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში მთავრობათაშორისი პირველი სხდომისთვის მზადება დაიწყო. „კომისიის მუშაობის შედეგებმა ჩვენს ორმხრივ კავშირებს ახალი იმპულსი უნდა მისცეს“, – განაცხადა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრემიერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყირგიზეთთან თანამშრომლობის გაფართოებით დაინტერესებულია.

„ჩვენ მთელი რიგი მიმართულებების სპექტრი მოვნიშნეთ, რაზეც მუშაობა აუცილებელია. მზად ვართ, პერსპექტიულ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის წინადადებები განვიხილოთ, რომლებიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა მან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0