პრემიერმა თოფაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ იოსებ სტალინი დიდი პიროვნება იყო და ამიტომ მისი პორტრეტი მალე საქართველოს ყველა კაბინეტში გამოჩნდება.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ ევროატლანტიკური გზა აირჩია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება საბჭოთა რეჟიმისგან, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გოგი თოფაძის განცხადების კომენტირებისას, რომელიც იოსებ სტალინს შეეხებოდა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ იოსებ სტალინი დიდი პიროვნება იყო და ამიტომ მისი პორტრეტი მალე საქართველოს ყველა კაბინეტში გამოჩნდება. 

„ჩვენ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია ვართ, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი — ეს სწორი მიმართულებაა და ის პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელში ცხოვრებაც ათობით წლის განმავლობაში მოგვიწია. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ“, — ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0