თოფაძის განცხადებით, მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათებს ჩამოკიდებენ

© photo: Sputnikაქცია გორში
აქცია გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ სტალინმა უზარმაზარი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო მას მე–20 საუკუნის უდიდეს მოღვაწედ მიიჩნევს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იოსებ სტალინი უდიდესი პიროვნება გახლდათ, ამიტომ მისი სურათები მალე საქართველოს ყველა კაბინეტში გაჩნდება, — განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. 

„მალე სტალინის სურათებს საქართველოს ყველა კაბინეტში დაკიდებენ, იმიტომ, რომ ის გენიალური პიროვნება იყო…  ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მთელი მსოფლიო მას მე–20 საუკუნის უდიდეს მოღვაწედ მიიჩნევს… ბევრმა შეიძლება გაიზიაროს ჩემი აზრი, იმიტომ, რომ ის საქართველოს სიმბოლო იყო“, — განაცხადა თოფაძემ. 

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, თოფაძის განცხადების განმარტება მის კოლეგას, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს მოუხდა. 

თოფაძეს არ უთქვამს, რომ ეს აუცილებლად ყველამ უნდა გააკეთოს. მან თქვა, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როცა სტალინის ღვაწლი იმდენად დაფასდება, რომ ყველა დაკიდებს სახლში მის პორტრეტს“, — განაცხადა ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სტალინი ისტორიული პიროვნება გახლდათ და ისტორიული პიროვნება, შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც, — დაასკვნა ტყემალაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0