ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი სტალინს შეადარა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასე გამოეხმაურა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, იოსებ სტალინი უდიდესი პიროვნება გახლდათ და ამიტომ მის სურათებს მალე საქართველოს ყველა კაბინეტში ჩამოკიდებენ.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სტალინის მსგავსი თვისებები აქვს. 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, იოსებ სტალინი უდიდესი პიროვნება გახლდათ და ამიტომ მის სურათებს მალე საქართველოს ყველა კაბინეტში ჩამოკიდებენ.    

„მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, მისი ნებაა. პრინციპში, აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს მარტივად არა მარტო სტალინთან. სტალინის მსგავსი  პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს ჰქონდა. არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ იმისათვის, რომ რაღაც წყობას და იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერ იდეოლოგიად. ის რომ ისტორიის ნაწილია და ვიღაცეები ამას იხსენებენ, უფლება აქვთ. მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი“, — განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

ექს–პრემიერმა იქვე აღნიშნა, რომ სტალინი ისტორიის ნაწილია, მათ შორის, საქართველოს ისტორიისაც. 


ყველა ახალი ამბავი
0